ახალი ამბები მთავარი სამართალი

ტრეფიკინგი ზესტაფონში – ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

ზესტაფონში ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, ტაილანდის რესპუბლიკაში განთავსებული ერთ-ერთი დასაქმების სააგენტო, ტაილანდის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს ბათუმში, სილამაზის სალონში, მასაჟისტის პოზიციაზე დასაქმებას დაჰპირდა. დაზარალებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როგორც დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი უცხო ქვეყნის მოქალაქე დახვდა და ნაცვლად ბათუმისა, დაზარალებულები მოტყუებით ჩაიყვანა ზესტაფონში, მოათავსა ისინი მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ადამიანით ვაჭრობას ორი ან მეტი პირის მიმართ გულისხმობს. დანაშაული სასჯელის ზომად 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....