ახალი ამბები მთავარი სამართალი

დაკავებული ლევან მექვაბიშვილი და ალექსი პეტრიაშვილი ერთმანეთს არ იცნობდნენ

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერს ალექსი პეტრიაშვილს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ. ამ წუთებში პეტრიაშვილი ექიმებთან საბოლოო შემოწმებას გადის, რის შემდეგაც დიდი ალბათობით დატოვებს საავადმყოფოს.

ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და აღარ საჭიროებს ჰოსპიტალურ დაკვირვებას.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ჩაქუჩით თავი აქვს დაზიანებული.

ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე ეკა მიშველაძე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატის განცხადებაზე საუბრობს. მიშველაძის თქმით პეტრიაშვილი და ლევან მექვაბიშვილი ერთმანეთს არ იცნობდნენ, საქმის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე აღძვრა კი აბსურდულია.

 

იტვირთბა....