ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხოშტარიას რუსეთიდან კონვერტით ფული უნდა ჩამოუტანონ, ამიტომ ხვდება თვითმფრინავს” – ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რუსეთიდან მოქალაქეები საქართველოში ისედაც მოფრინავდნენ, ამიტომ პირდაპირი ფრენების აღდგენა, ფაქტობრივად, სიმბოლურია.

მისი თქმით, ელენე ხოშტარია რუსეთიდან კონვერტით ფულს ელოდება, რის შენიღბვასაც ანტირუსული კამპანიით ცდილობს.

“ელენე ხოშტარიამ, ალბათ, ახალი გზა იპოვა, რუსეთიდან ფული როგორ უნდა მიიღოს და შეიძლება თვითმფრინავს ამიტომ ხვდება, რომ კონვერტით ფული უნდა ჩამოუტანონ. გადარიცხვები იცით, რომ შეწყვეტილია რუსეთ-საქართელოს შორის და მემგონი, ეს ახალი გზა არის ახლა და ცდილობს, რომ შენიღბოს ანტირუსულ კამპანიად. გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომ ისედაც ვიცოდით, რომ ხორციელდებოდა ხან ერევნის გავლით, ხან ბაქოს გავლით და ხან სტამბული გავლით… ისედაც ჩამოდიოდნენ რუსეთიდან როგორც საქართელოს მოქალაქეები, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები მოსკოვიდან თუ სხვა ქალაქებიდან. ამიტომ, აქ რეალურად შედეგი არ იცვლება. სიმბოლური ხასიათი აქვს ამ ყველაფრეს. მესმის, რომ ჩვენი ერვოპელი პარტნიორები წუხან ამ სიმბოლური დატვირთის გამო, თუმცა მეორე მხარეს დგას ბევრად უფრო დიდი საფრთხე” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

იტვირთბა....