ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ნიკა გვარამიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს:
“პრეზიდენტმა ყველაფერი უნდა გადადოს გვერდით… მისთვის მნიშვნელოვანი საკითხი ნიკა გვარამიას შეწყალებაა.
მისგან დავინახოთ, რომ ის არამარტო საუბრობს, არამედ დგამს ნაბიჯებს რაც მას შეუძლია, რომ ერთით ნაკლები ტვირთი ჰქონდეს ქვეყანას.
ევროპა ვერ განგვიხილავს, თუ ჩათვლის, რომ პოლიტიკური მოტივაციით სხედან ადამიანები ციხეში”.