ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი 13 ივნისს გაგრძელდება

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო სხდომა 13 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისი რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე დააკავეს. მას სამართალდამცავთა მიმართ ე.წ მოლოტოვის კოქტეილის გამიზნულად სროლასა და პოლიციის მანქანისათვის ცეცხლის წაკიდებაში ედავებიან.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....