ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ ექვსივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა – ტერორიზმის საქმე

საქალაქო სასამართლოს განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერი საქართველოს 6 მოქალაქე პატიმრობაში დატოვეს.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიების შედეგად დადგინდა, აღნიშნულ პიროვნებებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან, რომლის მეთაურობითაც გეგმავდნენ სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას რამდენიმე ქვეყანაში.

საქმეზე გამოძიება საქართელოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას, ცეცლხსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ექვსიდან არც ერთ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

იტვირთბა....