საქალაქო სასამართლოს განცხადებით, პირს, რომელმაც 16 მაისს ბათუმში “თიბისი” ბანკის თანამშრომელი დაჭრა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
შეგახსენებთ, 2023 წლის 16 მაისს, ბათუმში, TBC ბანკის ცენტრალურ ოფისში ერთი პირი დაჭრეს. დაზარალებული ბანკის თანამშრომელი, კრედიტ ოფიცერია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.