ქუთაისის სუპერმარკეტ “ფემილიში” შეჭრილმა ნიღბიანმა მამაკაცმა თავდაპირველად, მოლარეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდგომ კი სალაროდან დიდი ოდენობით თანხა წაიღო და მიიმალა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.