ახალი ამბები მთავარი სამართალი

12 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 8 წელი მიესაჯა

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) განცხადებით, 12 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ფეხბურთის მწვრთნელი დანმაშავედ ცნო. ბრალდებულს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

“ეს წუთია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ფეხბურთის მწვრთნელი 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ოთხივე ეპიზოდში და 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გარყვნილი ქმედება გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელით შეხებასა და კოცნაში. “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” თხოვნით მიმართავს მედია საშუალებებს მკაცრად დაიცვან მსხვერპლი ბავშვის კონფიდენციალობა. საქმეზე მუშაობდნენ PHR-ის ადვოკატები – თამარ გაბოძე და ანა თავხელიძე”- განაცხადეს ორგანიზაციაში.

იტვირთბა....