7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით დაპატიმრებული ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი დღეს, 11:00 საათზე აქციის ფონზე გაიმართება.
საქმე ეხება წინა სასამართლო პროცესზე ლაზარეს ადვოკატების მიერ დაყენებულ შუამდგომლობას, რომლის მიხედვითაც, მათ ალტერნატიული ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ კი მოსამართლის ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შესაბამისად, საქმე სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნა.
შეგახსენებთ, ლაზარეს პროკურატურა მარტის დემონსტრაციების დროს სამართალდამცავების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება.