ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ქალი ვარკეთილის სასაფლაოზე მიიყვანა და ცემით მოკლა” – სასტიკი მკვლელობისთვის ბრალდებულს 13 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

უმძიმეს დანაშაულში პრალდებული მამაკაცი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ გამოაცხადეს. საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ მკვლელობას – ბრალდებულმა მისი მეგობარი ქალი შურისძიების მიზნით ვარკეთილის სასაფლაოზე წაიყვანა და სასტიკად სცემა. მიღებული დაზიანებებისგან ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

საქმე საქალაქო სასამართლოში იხილებოდა. ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ მსჯავრდებულს 13 წლიანი პატიმრობა მისაჯა

“სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ მამაკაცმა ქალი ერთ-ერთი ინტერნეტგვერდის მეშვეობით გაიცნო და მას შემდეგ, თვეების განმავლობაში მასთან პირადი ურთიერთობა ჰქონდა.

2022 წლის 22 აგვისტოს დაზარალებულმა სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე ბრალდებულთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა. ფარული ურთიერთობის საჯაროდ გაცხადება მიუღებელი აღმოჩნდა მამაკაცისთვის, რის შემდეგაც მან შურისძიების მიზნით, მსხვერპლი ვარკეთილში მდებარე სასაფლაოსთან მიიყვანა, სადაც სასტიკად სცემა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა” – წერია პროკურატურის განცხადებაში.

იტვირთბა....