ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წერილობითაც მივმართეთ ქალბატონ გიული ალასანიას, ტელეფონითაც ვესაუბრეთ, მაგრამ არ წარმოუდგენიათ შესაბამისი განცხადება – ბრეგაძე უცხოელი ექიმების ჩართვაზე

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საქმეში უცხოელი ექიმების ჩართვაზეც ისაუბრა.

ბრეგაძის თქმით, უწყებამ წერილობითაც მიმართა ექსპრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას, თუმცა შესაბამისი ფორმა აქამდე არ წარმოუდგენია.

„მრავალი თვეა ვეუბნებით რომ წარმოადგინონ, წერილობითაც მივმართეთ ქალბატონ გიული ალასანიას, ჩვენი წარმომადგენელი ტელეფონითაც ესაუბრა, მაგრამ მათ ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ შესაბამისი ფორმით განცხადება და ჩვენ ვთქვით რომ როდესაც წარმოადგენენ, ჩვენ დაჩქარებულ რეჟიმში განვიხილავთ ამ განცხადებას, ანუ მათ არ მოუთხოვიათ შესაბამისი ფორმით, შესაბამისად, ნებისმიერ საკითხი და ნებისმიერი სიტყვა იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილთან ვინმეს არ უშვებენ, არის წმინდა წყლის ტყუილი“ , – აღნიშნა ბრეგაძემ.

ნახეთ, რავ ჰადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგმა სააკაშვილის ვარშავაში გადაყვანის საკითხზე.

იტვირთბა....