ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგმა სააკაშვილის ვარშავაში გადაყვანაზე – იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა.

მან მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე.

„დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეზე – „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სამკურანლოდ გადაყვანა სხვა დაწესებულებაში“ – , განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

იტვირთბა....