aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გაშველების დროს შვილები ჩაერივნენ, რომელიღაცა შვილს შემოაკვდა ეტყობა” – გარდაბანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარდაბნის რაიონის ერთ-ერთ სოფელში შვილმა მამა მოკლა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ოჯახში კამათი და ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 21 წლის ბიჭმა მამას სასიკვდილო დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა.

“გუშინ მოვიდა ნასვამი, რის შემდეგაც სრულიად უმიზეზოდ დაიწყო ჩხუბი, ფიზიკურ ანგარიშწორებაზე გადავიდა. არ დამშვიდდა, გამოიწვია ჩემი შვილი, მოდი აბა დამარტყი, შენ ქალაჩუნა ხარ, ვერ შეძლებო” – განაცხადა შვილის დედამ.

გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა ბიჭი თავად ჩაბარდა სამართალდამცავებს და აღიარა ჩადენილი დანაშაული.

ადგილობრივების თქმით, ოჯახში მუდამ დაპირისპირება იყო, შვილები დედის დაცვას მოძალადე მამისგან სისტემატურად ცდილობდნენ, თუმცა ამჯერად შვილს გაშველების დროს მამა შემოაკვდა.

“ოჯახური ძალადობა იყო, რომ დალევდა, ეშინოდათ, შვილებს და ცოლს. ნასვამი ყოფილა, ცდილობდა ცოლი მოეკლა და გაშველების დროს შვილები ჩაერივნენ და რომელიღაცა შვილს შემოაკვდა ეტყობა. ოჯახსის წევრებს და ცოლს გამუდმებით ემუქრებოდა და სულ კახა აშველებდა. მაგრამ ახლა ვეღარ გააშველა და შემოაკვდა მამა” – განაცხადა ადგილობრივმა.

შეგახსნებთ, შემთხვევა გარდაბანში გუშინ, 11 მაისს მოხდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე 11 პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....