ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თუ არსებობს ქვეყანაში ორი ადამიანი, რომლებიც თამამად ჩახედავენ ერთმანეთს თვალებში, ეს მე და სააკაშვილი ვიქნებით – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გუშინ ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ ვრცელი ინტერვიუ ჰქონდა.

მთავარი თემა ენმ-ს შიდა პროცესები იყო.

მელიამ ასევე ისაუბრა პარტიის ახლანდელი მენეჯმენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის თემაზე სპეკულირებით და აღნიშნა, რომ თუკი არსებობს ვინმე ორი ადამიანი ქვეყანაში, რომელიც ძალიან თამამად ერთმანეთს თვალებში ჩახედავს, როცა ერთმანეთს შეხვდებიან, ესენი იქნებიან თავად და მიხეილ სააკაშვილი.

„ალბათ, თუკი არსებობს ვინმე ორი ადამიანი ქვეყანაში, რომელიც ძალიან თამამად ერთმანეთს თვალებში ჩახედავს, როცა ერთმანეთს შეხვდებიან, ეს იქნება მიხეილ სააკაშვილი და მე, როდესაც მას შევხდები და ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრებთ.

ჩემთვის სისაძაგლე იყო მისი სახელის გამოყენება, თავიდან ბოლომდე რაც გააკეთეს სისაძაგლე იყო… კარგით, მე არ ვარგივარ, მე ვერ გავაკეთე, თქვენ რას აკეთებთ, სად არის უწყვეტი აქციები? თავისივე დაპირებების უტყვეობაში აღმოჩდნენ. მათ ძალიან კარგად იცოდნენ ის, რაზეც მე ვსაუბრობდი, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გზა ვერ იქნებოდა მოკლე და ბიძნა ივანიშვილის დამარცხებაზე გადიოდა. ამდენი დამთხვევების მე არ მჯერა“ , – აღნიშნა მელიამ.

იტვირთბა....