ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართულ ოცნებას” დაგეგმილი აქვს საკუთარი ოპონენტების ფიზიკური ლიკვიდაცია – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „მთავარი არხის“ ეთერში ოპოზიციონერ ფიგურებთან „ქართული ოცნების“ განზრახვებზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ოცნებას“ „მთავარი არხის გენერალური“ დირექტორის, ნიკა გვარამიას ლიკვიდაცია ჰქონდა დაგეგმილი.

„მე ვარ მომხრე იმის, რომ რომ ჩავრთოთ ასე ვთქვათ კონკრეტული წამზომი, რაზე და როგორ, ამაზე ჩვენ გვექნება საუბარი ოპოზიციურ სპექტრში. “ქართულ ოცნებას” დაგეგმილი აქვს ფიზიკური ლიკვიდაცია საკუთარი ოპონენტების, მერწმუნეთ, ასე მოხდება. “მთავარი არხის” ეთერში ვსაუბრობთ, იყო თუ არა გაბუნიასთან მიმართებაში ფიზიკური ლიკვიდაცია დაგეგმილი, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებითაც იგივე მზადდებოდა. ეს რეჟიმი წამსვლელია ყველაფერზე, მას ყველაზე მეტად ეშინია ჩვენი ერთიანობის”, – აღნიშნა ვაშაძემ.

იტვირთბა....