ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მთავარმა არხმა” ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის სასამართლო განაჩენთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა

“მთავარმა არხმა” ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა ყოფილი ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის სასამართლო საქმესთან დაკავშირებით.

“მთავარი არხის” განცხადება ლაშა ნაკაიძის საქმესთან დაკავშირებით: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმაურებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ლაშა ნაკაიძის საქმეზე 11 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას.”მთავარი არხის” ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი ლაშა ნაკაიძე სასამართლომ გაამართლა გაუპატიურებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებებში. ამავე დროს, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი ძალადობასა და მუქარაში და მიესაჯა ერთწლიანი პატიმრობა.”მთავარი არხი” რჩება თავდაპირველ პოზიციაზე, რომელიც გაჟღერდა ლაშას დაკავებისთანავე – ტელეკომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის ძალადობას და არ განიხილავს ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვიხელმძღვანელოთ ამ ეტაპზე არსებული განაჩენით” – აღნიშნულია ტელეკომპანია “მთავარი არხის” განცხადებაში.

იტვირთბა....