საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმების თაობაზე საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა.
მან რუსეთის ამ ნაბიჯს პროვოკაციული უწოდა.
მისი თქმით, მან ამით, შესაძლოა, საკუთარი წარუმატებლობის გადაფარვა სცადა ან ეს შეიძლება იყოს ევროკავშირისთვის გაცემული პასუხი.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არც ვიზების მოხსნა და არც ფრენების აღდგენა გვჭირდება, სანამ რუსეთი მთელ მსოფლიოში არის აგრესორი.
მან მთავრობას უშიშროების საბჭოს შეკრებისაკენ მოუწოდა.
ნახეთ ბრიფინგის ვიდეო: