ახალი ამბები მთავარი სამართალი

თაღლითობა ორსულების სახელით – საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში 1 პირი მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პირი, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას ცდილობდა, პასუხისგებაში მიეცა.

გამოძიების თანახმად, დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული, 2021-2022 წლებში, ორსულ ქალებთან დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებული ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა, რითაც იმ თანხის დაუფლება სურდა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარებისთვის იყო განკუთვნილი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

იტვირთბა....