უკონტროლო კრიმინალი – სენაკში სამშენებლო მასალების მაღაზია დააყაჩაღეს.
მაღაზიაში ნიღბიანი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და არსებული ინფორმაციით, 30 000 ლარამდე თანხა წაიღეს.
ცნობილია, რომ ისინი მანქანით გადაადგილდებოდნენ, ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.
შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.