კაცი, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს, მიმალულია. სამართალდამცავები დამნაშავის კვალზე ამ დრომდე ვერ გადიან.
არსებული ინფორმაციით, 45 წლის კაცი ქალზე სავარაუდო ძალადობაში აქამდეც იყო შემჩნეული, რასაც დაზარალებულის მეუღლე და ბრალდებულის დედაც ადასტურებენ.
გავრცელებული ცნობით დგინდება, რომ დაზარალებულს სხეულზე ჭრილობები აღენიშნება, რომელიც მიღებული აქვს მოძალადისგან თავის დაღწევის მცდელობის დროს.
შეგახსენებთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 45 წლის კაცმა 34 წლის მეზობელი ქალის გაუპატიურება სცადა.
მამაკაცმა დაზარალებული საკუთარ სახლში შეიტყუა იმ მიზეზით, ვითომ მის მწოლიარე დედას დახმარება სჭირდებოდა, რა დროსაც მისი გაუპატიურება სცადა, თუმცა ქალმა თავის დაღწევა მოახერხა, რა დროსაც მან სხეულზე დაზიანებები მიიღო.