ახალი ამბები მთავარი სამართალი

სავარაუდო სექსუალური ძალადობა ოზურგეთში – ამ წუთებში 40 წლის კაცის სახლს პოლიცია მეზობლებისგან და მსხვერპლის ოჯახისგან იცავს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, სავარაუდოდ 40 წლის კაცმა მეზობელ ქალზე იძალადა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა დაზარალებული ქალი საკუთარ სახლში შეიტყუა იმ მიზეზით, ვითომ მის მწოლიარე დედას დახმარება სჭირდებოდა, რა დროსაც მისი გაუპატიურება სცადა, თუმცა ქალმა თავის დაღწევა მოახერხა.

გავრცელებული ცნობით, მამაკაცი ამ წუთებში მიმალვაშია, სავარაუდო მოძალადის საცხოვრებელ სახლს კი პოლიცია მსხვერპლის ოჯახის შურისძიებისგან იცავს.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

იტვირთბა....