ახალი ამბები მთავარი სამართალი

პირი, რომელმაც ვაკის პარკში უკრაინის დროშა ჩამოხსნა, დააჯარიმეს

პირი,რომელმაც 7 მაისს ვაკის პარკში უკრაინის დროშა ჩამოხია, 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.

საქმე აღიძრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდესის 174-ე (18 პრიმა) მუხლით, რაც ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, ან სხვა სახელმწიფოს დროშის, ან გერბის შებღალვას გულისხმობს.

შეგახსენებთ, კაცი, რომელმაც ვაკის პარკში უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხსნა და დახია, ხოლო ამსახველი კადრები სოციალური ქსელის საშუალებით თავადვე გაავრცელა, ვასილ გოგალაძეა.

იტვირთბა....