სიტყვიერი შელაპარაკება მამაკცებს შორის ბოლნისში მკვლელობით დასრულდა – გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ახალგაზრდა კაცი.
წინასწარი ინფორმაციით,მამაკაცს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დავით რეხვიაშვილი უმძიმეს მდგომარეობაში იპოვეს.
დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.