უკონტროლო კრიმინალი – ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი გატეხეს.
“ტელეკომპანია გურიის” ინფორმაციით, დაზიანებულია შენობის ყველა კარის საკეტი, გატეხილია ნივთები, ოთახების კედლებზე კი საღებავია შესხმული.
არსებული ინფორმაციით, სახლს მუდმივი მაცხოვრებელი არ ჰყავს და მისი მეპატრონე უკვე წლებია თბილისში ცხოვრობს.
ადილზე მობილიზებულია პოლიცია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია