ახალი ამბები მთავარი სამართალი

როდის გაიმართება ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო პროცესი – თარიღი უკვე ცნობილია

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სხდომა 18 მაისს, 11 საათზე გაიმართება.

დღეს საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა გადაიდო. ადვოკატ ლიკა ბითაძის თქმით, საქმე სააპელაციო სასამართლოში არის გადაგზავნილი. სააპელაციომ გადაწყვეტილება მტკიცებულებასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს – საქმე ეხება წინა სასამართლო პროცესზე ლაზარეს ადვოკატების მიერ დაყენებულ შუამდგომლობას, რომლის მიხედვითაც მათ ალტერნატიული ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ კი მოსამართლის ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შესაბამისად, საქმე სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნა.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იტვირთბა....