ახალი ამბები მთავარი სამართალი

უმძიმესი დანაშაული სამეგრელოში – მერვე კლასელი გოგონა, სავარაუდოდ, მამამ გააუპატიურა

“ტვ პირველის” ინფორმაციით, სამეგრელოში მამაკაცს საკუთარი შვილის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ხელბორკილები უკვე დაადეს და განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო მეუღლე და მისი მერვე კლასელი ქალიშვილი ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

გავრცელებული ცნობით, სავარაუდო მოძალადე მამაკაცი სპეციალური საჭიროების მქონეა.

მომხდარის შესახებ ოჯახის წევრები და მეზობლები კომენტარს არ აკეთებენ.

წყარო “ტვ პირველი”.

იტვირთბა....