ახალი ამბები მთავარი სამართალი

უკრაინის დროშის ჩამოხევა ვაკის პარკში – შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევაზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლით.

ვაკის პარკის ადმინისტრაციამ უკრაინის დროშა უკან დააბრუნა.

შეგახსენებთ, კაცი, რომელმაც ვაკის პარკში უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხსნა და დახია, ხოლო ამსახველი კადრები სოციალური ქსელის საშუალებით თავადვე გაავრცელა, ვასილ გოგალაძეა.

იტვირთბა....