კაცი, რომელმაც ვაკის პარკში უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხსნა და დახია, ვასილ გოგალაძეა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციაულური წარმომადგენელი, ანდრეი კასიანოვი სამართალდამცავ ორგანოებს დამნაშავის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში მამაკაცმა უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხსნა და დახია, ხოლო ამსახველი კადრები სოციალური ქსელის საშუალებით თავადვე გაავრცელა.