ახალი ამბები მთავარი სამართალი

სექსუალური შევიწროება მოსწავლის მიმართ – შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთ სამინისტროს მიერ გამოძიება დაწყებულია ვანში, სკოლის მიკროავტობუსის მძღლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო გარყვნილ ქმედებაზე.

„მიმდინარე წლის 1 მაისს, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაიწყო გამოძიება” , – განაცხადეს უწყებაში.

შეგახსენებთ, მძღოლს, რომელიც ამავე სკოლის დირექტორის ქმარია, თავისუფლების აღკვეთა ხუთიდან ცხრა წლამდე ემუქრება.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რომელიც გულისხმობს სრულწლოვანის მხრიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების განხორციელებას.

იტვირთბა....