ახალი ამბები მთავარი სამართალი

გოგებაშვილზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კახაბერ კამლაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

გოგებაშვილზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კახაბერ კამლაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. საქალაქო სასამართლოში აღკვეთ ღონისძიებაზე სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების სახით 1 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა. კამლაძე ბრალს არ აღიარებს.

ცნობისთვის, კამლაძეს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად 6 მაისს წარუდგინა. თავდაპირველად ის ორი მუხლით – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს, თუმცა უწყებამ ბრალდება გადააკვალიფიცირა. ახლა გამოძიება მას დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობას ედავება.

შეგახანებთ, რომ მკვლელობა 4 მაისს მოხდა. მოკლულია ბიზნესმენი საბა გახოკია.

იტვირთბა....