“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გივი თარგამაძის განცხადებით, პოლიციის სამმართველოს უფროსად უღირსი ოფიცერი დანიშნეს.
ამის შესახებ თარგამაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.
“ამ წუთას შევიტყე, რომ თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსად დაინიშნა გოჩა კასრაძე. საზოგადოებას შევახსენებ – ეს ის უღირსი ოფიცერია, რომლის, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსობისას ვაკის პოლიციაში უმოწყალოდ ცემეს ადვოკატი, ცემეს კუს ტბაზე დანაშაულის შემსწრე ახალგაზრდა გოგო, ბიო ჩაუდეს კალათბურთელ ტატო ვაშაკიძეს.. კიდევ ბევრი რამ მოხდა მაშინ პოლიციისთვის სამარცხვინო. ყველას უთხრეს, რომ კასრაძე კადრების განკარგულებაში გადავიდოდა. ამის სანაცვლოდ ის მაშინვე გადაიყვანეს ქალაქის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. დღეს კი, კრიმინალური პოლიციის უფროსის პაპიაშვილის შუამდგომლობით უფროსად დააწინაურეს.ჯერკიდევმინისტრს აღარც მივმართავ, აზრი არ აქვს. მაგრამ მივმართავ არასამთავრობოებს და განსაკუთრებით, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელს ზაზა ხატიაშვილს – არ გაატაროთ ეს ამბავი, დაიცავით შეურაცხყოფილი ადვოკატის ღირსება, დაიცავით საზოგადოება ძალადობისგან!”- წერს თარგამაძე სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მის ამ განცხადებას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს სიცრუეა. როგორც სააგენტო newpost-ი იუწყება, უწყებაში ამბობენ, რომ სამმართველოს უფროსის თანამდებობას გიორგი ალადაშვილი იკავებს, გოჩა კასრაძე კი სამმართველოს უფროსის მოადგილეა.