ახალი ამბები მთავარი სამართალი

მკვლელობა “ლაგუნა ვერესთან” – ბრალდებულს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურას განცხადებით, პირი, რომელსაც “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებოდა ბრალად, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 2 აპრილს, ქ. თბილისში, კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე სს “საგზაო კოპმანია თბილისის” ოფისის ერთ-ერთ ოთახში, კ.ქ – სთან და მის მეგობრებთან სასაუბროდ მივიდნენ მათი ნაცნობები, ასევე მათი პირადი დაცვის წევრები და თანმხლები პირები. შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებს შორის შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, კ.ქ – მ დაპირისპერებაში მყოფი პირების მიმართულებით იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ოთახში მყოფმა სამმა პირმა სხვადასხვა ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.

აღნიშნული დაპირისპირების დროს, კ.მ. – მ და დ.ც. – მ ჯგუფურად, განზღახ მკვლელობის მიზნით, დაპირისპირების ოთახის გარეთ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს კ.ქ. – ს, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა”. – ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცავებმა ბრალდებული დ.ც 2022 წლის 28 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 – ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობის მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად). თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამავე საქმეზე მსჯავრდებულია 14 პირი, ხოლო ერთი პირის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.

იტვირთბა....