თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტობუსში 70 წლამდე კაცის დაჭრაში ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2 “ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. მას ფსიქიატრიული ექსპერტიზაც ჩაუტარდება.
“მასთან შეხვედრის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იგი იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში, ასევე მიღებული აქვს დიდი დოზით გარკვეული მედიკამენტები. არ ახსოვს აბსოლუტურად არაფერი. ამიტომ, ძალიან მძიმე ფსიქოემოციური მდგომარეობა აქვს ბრალდებულს. შესაბამისად, მოტივზე ვერ საუბრობს, იმასაც ნაწილობრივ მიდასტურებს იცნობდა თუ არა, ბოლოს მითხრა, რომ არ იცნობდა,” – აცხადებს დაკავებულის ადვოკატი, მაგდა კოტრიკაძე.
წყარო – “რუსთავი 2”