ახალი ამბები მთავარი სამართალი

მკვლელობა თბილისში – ბრალდებულმა, მისსავე ნაქირავებ ბინაში, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მოქალაქეს – შსს-ს განცხადება

პო­ლი­ცი­ამ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გახ­სნა, და­კა­ვე­ბუ­ლია 2 პირი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი დ.თ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ხოლო 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ნ.ზ. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლე­ბი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 22 აპ­რილს, ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყოფ­მა ბრალ­დე­ბულ­მა, თბი­ლის­ში, მის­სა­ვე ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა 1989 წელს და­ბა­დე­ბულ ზ.ე.-ს. და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

იტვირთბა....