„სოკარიდან“ შესასყიდი სოციალური გაზის ფასი შემცირდება, – აღნიშნულის შესახებ ცნობილი დღეს ენერგეტიკის მინისტრსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გახდა.
როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა გადაცემა „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, სოციალურ გაზზე შემცირებული ფასი სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება.
მისი თქმით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ბუნებრივი აირის ფასს 25 მილიონით ასუბსიდირებს. როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, მთავობას დღეს არსებული ტარიფის შესანარჩუნებლად, სუბსიდია კვლავ დასჭირდება, რადგან შემცირებული საფასური იმ რაოდენობის არ არის, რომ აღნიშნული 25 მილიონის დაფარვა მოხდეს.