გორში, კომბინატის დასახლებაში, მდინარე მტკვრის მიმდებარედ, სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “მოზაიკას” ავრცელებს.
კაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა.
გაუჩინარებულის კვალი სწორედ კომბინატის დასახლებაში, მდინარე მტკვარზე გამავალ სარკინიგზო ხიდიდან ქრება.
არაოფიციალური ინფორმაციით, მდინარის პირას ნაპოვნია კაცის ტანსაცმელი.