ახალი ამბები მთავარი სამართალი

თუშეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

თუშეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავებულია – ინფორმაციას შსს ავრცელებს:

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელი – 1980 წელს დაბადებულ ნ.ნ. სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა.
პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯ.ქ. ბრალდებულის სახით დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.” ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იტვირთბა....