ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2,6 წლით პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელმაც გარეგნობის გამო 2 არასრულწლოვან გოგოს ქუჩაში სცემა – ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.
როგორხ მედიასაშუალება, რომ ძალადობის შემთხვევა 2022 წლის ბოლოს მოხდა.
როფორც ირკვევა, კაცი ქუჩაში მიმავალ ორ არასრულწლოვან გოგოს თავს დაესხა, აგინა და სცემა.
პოლიციის ჩვენების თანახმად, მოძალადემ თქვა – “ქართველ გოგოს წითელი და მწვანე თმა რატომ უნდა ჰქონდესო”.
გამოცემის თანახმად, გოგოები ჩვენებაში ჰყვებიან, რომ მათ კაცი გარეგნობის – პირსინგის, ტატუებისა და თმის ფერის გამო დაესხა თავს. არასრულწლოვანმა დაზარალებულებმა თქვეს ასევე, რომ დამნაშავის მკაცრად დასჯას ითხოვენ.
პროკურატურამ კაცს ბრალი დისკრიმინაციული მოტივით, ფიზიკური ძალადობის მუხლით წარუდგინა.
კაცს, ასევე, ედავებიან ძაღლის ქურდობასაც, თუმცა, მათივე ინფორმაციით, ამ საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.