ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ატენში კაცმა ძმა დაჭრა – რა მოხდა გორში?

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში კაცმა დანით ძმა დაჭრა.

დაშავებული კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

“ატენიდან ჩვენთან შემოიყვანეს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჩაუტარდა ოპერაცია და მკურნალობას აგრძელებს ქირურგიულ განყოფილებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა სტაბილურია”,- უთხრეს “მთავარ არხს” გორმედში.

ბრალდებული 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლითაა დაკავებული

იტვირთბა....