ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მინისტრთან შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები აქციებს იწყებენ

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს შეხვდნენ.

მშობელთა თქმით, შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა.

„ისევ გრძელდება ცრუ ინფორმაციების პროპაგანდა, თითქოს ეს მედიკამენტი არ არის სარგებლიანი, მაშინ რატომ ჰქონდა მოლაპარაკება ჯანდაცვის სამინისტროს პირდაპირ ბიომარინის კომპანიის წარმომადგენელთან და რატომ ჰქონდათ ვაჭრობა ფასზე, რომ საქართველოსთვის ფასი დაიწია ეს იყო შემოდგომაზე და იყო ორასი ათასი დოლარი და ძალიან გახარებულნი იყვნენ, რომ საქართველოსთვის ფასი დაიწია, მაშინ რატომ იყო ეს საუბარი საერთოდ. მხოლოდ საუბარია იმაზე, რომ მუშაობენ, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ მუშაობის შედეგს“ , – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.

შეხვედრის მონაწილე კიდევ ერთმა მშობელმა თქვა, რომ სახელმწიფო მათ არ უსმენს.

„ისინი არც გვისმენენ, ჩვენთვის არავის მოუსმენია, უბრალოდ ვხმაურობთ და ჩვენ თვითონ რამდენიმე სიტყვის თქმა მოვასწარით. მინისტრმა, როგორც დაასრულა თავისთვის გაზეპირებული ტექსტის თქმა დატოვა დარბაზი, მხოლოდ მისი მოადგილე დარჩა. კიდევ გეუბნებით ესენი უბრალოდ დროს წელავენ. 24 საათიან აქციას, პირადად მე და რამდენიმე მშობელი ღამეს ვათევთ სახელმწიფო კანცელარიასთან. ხომ არის ჯანდაცვის მინისტრი აგოს პასუხი მერე ჩემს ჯანმრთელობაზე“ .

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ოპოზიციის წარმომადგენლება, მათ შორის, „ლელოს“ წევრმა ვატო სურგულაძემ.

„ამ პრობლემის გადაჭრა კარგი მუშაობის შემთხვევაში შეიძლება ერთ თვეში. იძახიან ფული გვაქვსო, ფულზე არ არისო, მაგრამ ძალიან ნელა მუშაობენ და არ შეიძლება, მთავარია არ დავაზიანოთ პაციენტი, კი არის გამოთქმა მედიცინაში, მაგრამ რომ არ შემოიტან ისიც ხომ დაზიანებაა“ , – თქვა მან.

შეგახსენებთ, რამდენეიმე თვეა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები აპროტესტებენ ქვეყანაში თავიანთ შვილების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტის არარსებობას.

იტვირთბა....