ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნინოწმინდის პანსიონის საქმე – “საფარმა” სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

13 აპრილს ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია “საფარმა” ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებული ბავშვთა პანსიონის 5 ყოფილი ბენეფიციარის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

“პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ დაწესებულება ფუნქციონირებდა ლიცენზიისა და ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე, რაც აღმზრდელებს საშუალებას აძლევდა ბოროტად გამოეყენებინათ თავიანთი პოზიცია და ეძალადათ აღსაზრდელებზე. გარდა ამისა, ამ სივრცეში ბავშვებს არ ჰქონდათ თვითგამორკვევისა და განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემო. პანსიონის აღსაზრდელების მიმართ, წლების განმავლობაში, სისტემური არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მრავალი მტკიცებულების მიუხედავად, მიმდინარე გამოძიება არაეფექტურია – არ ჩატარებულა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები, არავისთვის არ წარუდგენიათ ბრალი, ერთის გარდა არცერთ ბენეფიციარს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი და ა.შ. – აცხადებს ორგანიზაცია.

იტვირთბა....