დაკავებულია ავტომობილის მძღოლი, რომელიც ვარკეთილში, 15 წლის გოგოს დაეჯახა და მიიმალა.
ცნობისთვის, ტრაგედია ვარკეთილში დღეს, 18 აპრილს დატრიალდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ კი, ტროტუარზე მდგომ არასრულწლოვანს, რომელიც მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი გოგონა ანი ჩინჩალაძეა. ის 177-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.