დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „პუბლიკის“ ხელმძღვანელის, ზურაბ ვარდიაშვილის პროცესი გაიმართა.
სასამართლომ ვარდიაშვილს 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
შეგახსენებთ, ზურა ვარდიაშვილი 2 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.