ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ISIS და „ალ-ქაიდა“ ევროპაში ტერაქტებს გეგმავენ

ტერორისტული დაჯგუფებები “ისლამური სახელმწიფო”, “ალ-ქაიდა” და მისი ფილიალები ევროპაში უახლოეს მომავალში ტერაქტებს გეგმავენ, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

“ყველა ევროპული ქვეყანა ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან თავდასხმების საფრთხის წინაშე დგას”, – წერია დოკუმენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ტერაქტები შესაძლოა, განხორციელდეს მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებებზე, თეატრებში, ბაზრობებზე, აეროპორტებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ თავდასხმები მოსალოდნელია სხვა რეგიონებშიც, კერძოდ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი შეერთებული შტატების მოქალაქეებს შეახსენებს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე თავდასხმების რისკი დიდია.

იტვირთბა....