ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

🎥ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე სპეცოპერაცია გერმანელმა პროკურორებმა ჩაატარეს – სკანდალური სიუჟეტის ვიდეო მასალა ცოტა ხნის წინ გავრცელდა

BBC-მ თბილისის ცენტრიდან ევროპის ათობით ქვეყნის პენსიონერების ძარცვის, სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების სრული ვერსია ეთერში გაუშვა.

ირკვევა, რომ საქართველოს დედაქალაქში სპეცოპერაცია ე.წ. ქოლ ცენტრებში გერმანელმა პროკურორებმა ჩაატარეს და მათთან ერთად სპეცოპერაციის დროს იქ იყო, ბიბისის კამერაც. ჟურნალისტურ გამოძიებაში, ნაჩვენებია, რა დოკუმენტებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ მილიარდი დოლარის მიტაცების სქემის უკან საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.

“მისტერ ოფშორი” – ასეა მოხსენიებული დავით კეზერაშვილი BBC-ის სკანდალურ გამოძიებაში.

საბედისწერო შეცდომა ე.წ ქოლ-ცენტრის თანამშრომლებმა დაუშვეს, როდესაც სპეცოპერაციით ოფისში პროკურორები შევიდნენ, მათ კომპიუტერები არ გამოურთავთ. ჩართული კომპიუტერებიდან კი ამოიღეს ასობით მტკიცებულება. ეკრანებზე ჩანდა, რომ მხოლოდ ერთ თვეში თბილისის ხუთვარსკვლავიან ბიზნეს ცენტრში გახსნილი ოფისიდან, ბრიტანეთის 5000-ზე მეტ მოქალაქეს დაუგეს მახეს. ჩამონათვალშია სკანდინავიის ქვეყნები და გერმანია. ქოლ-ცენტრის თანამშრომლებმა გაქცევა ვერ მოასწრეს, ადგილზე იპოვეს ბლოკნოტებიც,  სადაც ყველა მოქალაქის მოტყუების ინდივიდუალური გეგმაა ჩამოწერილი.

,,ჩვენ მივედით კეზერაშვილის 18 მილიონ ფუნტად შეფასებულ პენტჰაუსში, ლონდონში. გვაინტერესებდა, გაგვცემდა თუ არა პასუხს ჩვენს კითხვებზე, თუმცა პასუხი არ გაგვცა. აქვე აღვნიშნავთ, რომ დავით კეზერაშვილი და მისი ადვოკატები უარყოფენ მილტონთან რაიმე კავშირს. მისი თქმით, Everfx იყო ლეგიტიმური ბიზნესი, და ის მასალები, რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, არაფერს არ ამტკიცებდა. იმავეს ამტკიცებენ ჭელიძე და გოგეშვილი და უარყოფენ Milton-თან კავშირს.

მგელაძის თქმით, მას არასოდეს ჰქონია ქოლ ცენტრებთან რაიმე კავშირი. ბიბისის გამოძიების შედეგად, მილტონ გრუპის ყველა ოფისში, პოლიცია იმყოფებოდა, რომელიც 5 სხვადასხვა ქვეყანაშია. დაიხურა 15 ქოლ ცენტრი, თუმცა მხოლოდ 5 ეჭვმიტანილი იქნა დაკავებული, რომლებიც იქ მუშაობდნენ”, – აღნიშნულია რეპორტაჟში.

იტვირთბა....