ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კეზერაშვილი აღმოჩნდება მართალი და მას ვერაფერს ვერ დაუმტკიცებენ – გუბაზ სანიკიძე

პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე “ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის შესახებ BBC-ის საგამოძიებო მასალას გამოეხმაურა და აცხადებს:

“მგონია, რომ კეზერაშვილი აღმოჩნდება მართალი და მას ვერაფერს ვერ დაუმტკიცებენ, იმიტომ რომ ვარაუდები არ ითვლება. კანონი გამორიცხავს ვარაუდს. კეზერაშვილს რომ დავანებოთ თავი, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ამ ხელისუფლების პირველი პირი და პირდაპირ ბრალი დამდო პოლიტიკურ კორუფციაში, მერე მინდოდა ჩივილი და სასამართლომ არ მიიღო”- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ცნობისთვის, BBC-ს მიერ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაში, ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია მოხსენიებული.

იტვირთბა....