ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შემთხვევის ადგილი და მტკიცებულებები განზრახ დააზიანეს, რათა ჭეშმარიტების დადგენა შეუძლებელი ყოფილიყო” – ვაკის პარკის საქმის ბრალდებული

საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის მკვლელი შადრევნის საქმეზე გამომძიებლის გამოკითხვა გრძელდება.

ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება საქმეში არის ცხაური.

მოწმემ, ერასტი ჯაკობიამ გაიხსენა, რომ ცხაურის ქვეშ იყო მოყოლილი კაბელი და იფიქრა, რომ სავარაუდოდ, ეს სწორედ ის კაბელი იყო, საიდანაც მოხდა დენის გაჟონვა და რომელმაც იმსხვერპლა 13 წლის გოგონას სიცოცხლე. მოგვიანებით კი ექსპერტიზამაც სწორედ ეს დაადგინა.

მასთან კითხვები ჰქონდა “გრინსერვის +”-ის ბრალდებულ დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს.

ფურცხვანიძემ მოწმეს ჰკითხა იმ ხელსაწყოებზე, რომლითაც უბედური შემთხვევის შემდეგ ექსპერტებთან ერთად ვაკის პარკის შადრევნის აზომვა აწარმოეს.

ფურცხვანიძე ამტკიცებს, რომ შემთხვევის ადგილი და მტკიცებულებები განზრახ დააზიანეს, რათა ჭეშმარიტების დადგენა შეუძლებელი ყოფილიყო.

იტვირთბა....