ენმ-ის ყოფილი წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის შიდაპარტიულ წესთან დაკავშირებით კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს.
„ნაციონალური მოძრაობის მთავარი პრობლემა და შეცდომების მთავარი მიზეზი ყოველთვის იყო ის, რომ გადაწყვეტილებები არასდროს მიიღებოდა პარტიაში. ეს მოდელი არც დღეს შეცვლილა. ამ მოდელმა რაღაც დრომდე ასე თუ ისე თუ იმუშავა, დღეს შეიძლება ნაციონალური მოძრაობისთვის დამანგრეველი გახდეს.
ეს ჩემი პირველი საჯარო კრიტიკული შენიშვნაა ამ პარტიის მიმართ, რაც წამოვედი“ , – წერს ის.