ს ჟვანიას ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა აღნიშნული დაპირისპირების ამსახველი კადრები.
დაპირისპირებისას უცნობი პირი საკუთარი ავტომობილით მეორე მანქანას გამიზნულად ეჯახება, ასევე, ჩანს იარაღი, რომლიდანაც ერთ-ერთი მოქალაქე, სავარაუდოდ, ისვრის.
შსს-მ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი ხულიგნობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო.